Thumbnail
  • გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ საინტერესო დეტალები გაახმაურა
  • ლოთარ მათეუსი ირწმუნება, რომ ზუსტად იცის, რა მოხდება

პარი სენ-ჟერმენისა და მიუნხენის ბაიერნის მატჩის (0:1) შემდეგ, გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსმა, რომელიც ახლა Sky-ს ექსპერტია, რეკორდმაისტერის მწვრთნელ ჰანსი ფლიკის მომავალზე ისაუბრა. 60 წლის მათეუსმა ძალიან საინტერესო დეტალები გაახმაურა.

“პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ჰანსი ფლიკი ამ სეზონის შემდეგ ბაიერნის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება,” - განაცხადა გერმანიის ნაკრების რეკორდსმენმა მათეუსმა.

ლოთარმა ისიც თქვა, თუ ვინ შეცვლის ფლიკს რეკორდმაისტერის დამრიგებლის თანამდებობაზე - ლაიპციგის მთავარი მწვრთნელი, 33 წლის იულიან ნაგელსმანი!

“მე ვიცი, რომ ბაიერნმა უკვე გამართა პირველი მოლაპარაკებები ნაგელსმანთან. მიუნხენელები მას ფინანსურ საკითხზეც ესაუბრნენ.” - დასძინა მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონმა.

გარდა ამისა, მათეუსი დარწმუნებულია, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირსაც (DFB) უკვე აქვს კონტაქტი ფლიკთან, რომელიც გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყველაზე სასურველი კანდიდატია.

“DFB-ს უკვე გაკეთებული აქვს შეთავაზება. ვერავინ მეტყვის და დამაჯერებს, რომ ჯერ კიდევ არ უსაუბრიათ. ზედმეტად კარგად ვიცით რაღაც-რაღაცები საიმისოდ, რომ ამაში დარწმუნებულები ვიყოთ. ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრების პოტენციური მწვრთნელების სიაში პირველ ადგილზეა და სხვა კანდიდატებზე გაცილებით მეტად სურთ მისი დანიშვნა.” - ამბობს ლოთარი.

ლოთარ მათეუსს გერმანიის ნაკრების გაწვრთნა თვითონაც სურს

თავად ფლიკმა პსჟ-სთან მატჩის შემდეგ ამ თემაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “ჩემთვის წარმატება მუდმივი პროცესია. 6 ტიტულით, რა თქმა უნდა, მასშტაბები დავამკვიდრეთ. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც წარმატებების მიღწევა სურთ - ეს მიუნხენის ბაიერნში ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომაც, ყველაფერი უნდა შევაფასო და მუდმივად ახალი გამოწვევები უნდა დავისახო. ამ პროცესში მე, რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრებები და წარმოდგენები მაქვს - ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია.”

ფლიკმა თავის ვრცელ კომენტარში პირველად ისაუბრა გერმანიის ნაკრებზეც. მის მონოლოგს ვრცლად ამ სტატიაში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები