Thumbnail
  • რეალი 84:76 ლენოვო ტენერიფე
  • შერმადინის 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 31-ე ტურში რეალმა გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფეს უმასპინძლა და მეტოქეს 8 ქულით, 84:76 მოუგო. გიორგიმ პარკეტზე 21:06 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულას, 6 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. შერმადინმა 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

პირველი ტაიმი ფრედ 38:38 დასრულდა. მეორე ტაიმის სტარტზე ტენერიფემ 9-ქულიანი გაქცევა მოაწყო, მაგრამ პერიოდი 10 ქულით დათმო და შეხვედრის ბედიც აქ გადაწყდა. ტენერიფეს მხრიდან საუკეთესო მარსელინო უერტასი იყო, რომელმაც მეტოქეს 23 ქულა ჩაუგდო, ხოლო რეალის მხრიდან საუკეთესო მექულე 21 ქულით ლაპროვიტოლა გახდა.

რეალი 58 ქულით ჩემპიონატის ლიდერია, ტენერიფეს 46 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში უნიკახას შეხვდება, რომელიც პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის.

კომენტარები

ბოლო ამბები