Thumbnail

ჩელსი ნახევარფინალშია! პორტუს ტარემის მაკრატელამ ვერ უშველა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჩელსი 0:1 (2:0) პორტუ
  • თომას ტუხელის გუნდმა ნახევარფინალის საგზური იოლად მოიპოვა

სევილიაში "სანჩეს პისხუანზე" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში ჩელსი პორტუს შეხვდა და 0:1 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "სტუმრად" (ისიც ანდალუსიაში ჩატარდა კოვიდრეგულაციების გამო) ლონდონურმა კლუბმა 2:0 მოიგო. ასე რომ, ნახევარფინალში ლონდონური კლუბი გავიდა. 

ოთხი წყვილიდან მედიისა და ფანების ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ამ ორი კლუბის დაპირისპირება იწვევდა და საპასუხო მატჩმაც დაადასტურა, რომ სპეციალისტები და გულშემატკივრები არ ცდებოდნენ. "სტუმრად" მოპოვებული 2-ბურთიანი უპირატესობა თომას ტუხელის გუნდმა მშვიდად შეინარჩუნა, პორტუ ვერაფერს ახერხებდა ბოლო წამებამდე.

ჩელსის კარში გოლი მაინც გავიდა, თანაც სუპერგოლი - შეცვლაზე შემოსულმა ნანუმ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და ირანელმა მეჰდი ტარემიმ მაკრატელა დარტყმით საოცარი გოლი გაიტანა. ერთია, ეს უკვე მატჩის 94-ე წუთზე მოხდა, პორტუგალიურმა კლუბმა ამის მერე მხოლოდ ერთხელ მოასწრო შეტევა. 

📺 მეჰდი ტარემის სუპერგოლი 

ჩელსი 0:1 (2:0) პორტუ

გოლი: 0:1 ტარემი (94) 

ჩელსი (3-4-3): მენდი - აზპილიკუეტა, ტიაგო სილვა, რიუდიგერი - ჯეიმსი, ჟორჟინიო, კანტე, ჩილველი - მაუნტი (86. ზიეში), ჰავერტცი (92. ჟირუ), პულიშიჩი

პორტუ (4-3-3): მარჩეზინი - მანაფა (75. ნანუ), მბემბა, პეპე, სანუსი - სერჟიო ოლივეირა (84. ვიეირა), გრუიჩი (63. ტარემი), ურიბე - კორონა (75. ლუის დიასი), მარეგა (75. ევანილსონი), ოტავიო

კომენტარები

ბოლო ამბები