Thumbnail

'ამას ბავშვობიდან მივეჩვიე' - ლუკა ზიდანს გვარი პრობლემებს უქმნის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რაიო ვალეკანოს მეკარემ მის კარიერაზე ზინედინ ზიდანის გავლენაზე ისაუბრა
  • ლუკას თქმით, ცნობილი მამის შვილობას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც

რაიო ვალეკანოს მეკარე ლუკა ზიდანმა, რომელიც მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის შვილია, ისაუბრა იმაზე, თუ რა სირთულეებს უქმნის საფეხბურთო სამყაროში ცნობილი გვარით გამოსვლა. 

"ამაში არის დადებითი და უარყოფითი მხარეები. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ის, რაც მამაჩემს გაუკეთებია და აქამდე აკათებს. სხვა მხრივ კი, ჩემი გვარი ზედმეტ ყურადღებას იპყრობს და ამას ბავშვობიდან მიჩვეული ვარ. 

ფიქრობენ, თითქოს რაღაც აღწევ იმის გამო, რომ ცნობილი ადამიანის შვილი ხარ. ამისგან ბევრი პრობლემა ჩნდება. მოთამაშეს შრომა, ზრდა და განვითარება სჭირდება, მიუხედავად მისი გვარისა. არ შეიძლება ის სხვა ფეხბურთელებისგან გამოარჩიო. ბოლოს და ბოლოს, მოედანზე გადის ის, ვინც უკეთესად მუშაობს. 

გვერდიდან ძალიან იოლია თქმა, თითქოს თამაშობ იმის გამო, რომ ვიღაცის შვილი ხარ. ადამიანებმა არ იციან სიტუაცია და შენი შესაძლებლობები", - ამბობს ლუკა.

ლუკამ მამის გაწვრთნილ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო

22 წლის ლუკა ზიდანი მადრიდის რეალის აღზრდილია. მეკარეს კლუბის მთავარ გუნდში დებიუტი 2018 წელს ჰქონდა, ძირითადად კი კასტილიაში გამოდიოდა. ლუკამ ერთი სეზონი იჯარით სანტანდერის რასინგში გაატარა, 2020 წლიდან კი რაიო ვალეკანოს კარს იცავს.

ფრანგი მეკარის ანგარიშზე ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 8 მატჩი და 6 გაშვებული გოლია. 8-იდან 3 შეხვედრაში მან კარი მშრალად შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები