Thumbnail

‘ნახევარი მილიონი გეგმის გარეშე? კი, ელოდე!’ - მაკგრეგორმა პორიეს უარი უთხრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტრილოგიის მესამე ბრძოლა 10 ივლისს უნდა შემდგარიყო
  • კონორ მაკგრეგორმა ამ ჩხუბზე უარი თქვა და სხვას შეხვდება

ამ ბრძოლას ყველა მოუთმენლად ელოდა! კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს მესამე დაპირისპირება 10 ივლისს უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლა ირლანდიელმა განაცხადა, რომ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო და პორიესთან ჩხუბი აღარ სურს.

“ჰო, სხვათა შორის, ბრძოლა გაუქმებულია. 10 ივლისს სხვა ვინმეს შევხვდები,” - დაწერა ირლანდიელმა ტვიტერზე.

მიზეზი: პორიემ გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მაკგრეგორს დაანონსების საწინააღმდეგოდ, მის საქველმოქმედო ფონდში ფულის გადარიცხვა არ სურდა. საუბარია ნახევარ მილიონ დოლარზე, რაც კონორს მისი მოწინააღმდეგის ფონდისთვის უნდა გადაერიცხა. მაკგრეგორმა ახსნა, რომ მისი ფულის გამოყენების ზუსტი გეგმა არ არსებობდა, რასაც პორიე უარყოფს.

“500 000 ყოველგვარი გეგმის გარეშე? კი, ელოდე მშვიდად. სულელო! - წერს ირლანდიელი ტვიტერზე, - ჩემი გუნდი ძალიან ყურადღებითაა, როცა საქმე ქველმოქმედებას ეხება. ჩვენ ვაკონტროლებთ, მიდის თუ არა ფული ადრესატებამდე. ჩემი კეთილშობილება ცნობილია. ჩემი სახელის ამოსვრის მცდელობისთვის დაისჯები. უკანალში ხარ.”

პორიემ მაკგრეგორის უარს ტრილოგიის მესამე ბრძოლასთან დაკავშირებით მარტივი OK-ით უპასუხა და პოსტის კომენტარებში დაუდო ვიდეო მათი ბოლო ბრძოლიდან.

კომენტარები

ბოლო ამბები