Thumbnail

კვიპროსული Protathlima-ს ინფორმაციით, ანორთოსისის ქართველ ლიდერ თორნიკე ოქრიაშვილს გუნდიდან წასვლა სურს. 29 წლის ნახევარმცველმა ბოლო ტურში ანორთოსისის რიგებში სეზონში მე-9 გოლი გაიტანა, მას თემურ ქეცბაიას გუნდთან კონტრაქტი მაისში უსრულდება.

"მართალია, ახლა ოქრიაშვილი ბოლომდე კონცენტრირებულია ანორთოსისზე და მის სათასო მისიაზე, მაგრამ ამავე დროს, ის სერიოზულად ფიქრობს უფრო უკეთეს ლიგაში გადასვლაზე სხვა ქვეყანაში. საეჭვოც არაფერია, ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისაც კვიპროსში უთამაშია", - წერს Protathlima. 

"აპოლონთან დერბიში მან ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რომელთაგანაც ერთი ჩაუთვალეს. შეგახსენებთ, რომ მას ზაფხულისთვის კონტრაქტი უსრულდება, მისი მსურველი კი ბევრია", - წერს dialogos.com.cy.

თორნიკემ ამ სეზონში კვიპროსში 18 მატჩში 9 გოლი გაიტანა

კვიპროსული მედია მიიჩნევს, რომ ქეცბაიას გუნდმა საჩემპიონო შანსები მაშინ დაკარგა, როცა ტრავმის გამო ოქრიაშვილი დიდი ხნით გამოაკლდა. 

29 წლის თორნიკე ოქრიაშვილმა ამ სეზონში 18 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მას ბევრი ტრავმის გამო გაუცდა. ანორთოსისში ოქრიაშვილი 2019 წლის ზაფხულში მივიდა რუსული კრასნოდარიდან. ეროვნულ ნაკრებში მას 45 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები