Thumbnail
  • 'ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო'
  • სერ ალექს ფერგიუსონმა ოუენ ჰარგრივსი ძალიან ცუდად დაახასიათა

ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერი გაიხსენა და მას კატასტროფა უწოდა. საუბარია ინგლისელ ნახევარმცველ ოუენ ჰარგრივსზე, რომელიც იუნაიტედში მიუნხენის ბაიერნიდან 2007 წელს გადავიდა.

“ჰარგრივსის ჩვენთან გადმოსვლის ამბავს უკვე ნაკლები სითბოთი ვიხსენებ. 2006 წელს ის ნამდვილად ფენომენალური გახლდათ. სწორედ ასეთი ფეხბურთელი გვჭირდებოდა იმ სიცარიელის შესავსებად, რომელიც როი კინის წასვლის შემდეგ წარმოიქმნა. წინადადების მომზადება დავიწყეთ, თუმცა, მისი თამაშის შესწავლა დავიწყე და ეჭვი შემეპარა. მასში სრულად დარწმუნებული ნამდვილად არ ვიყავი. ტრანსფერის თემას დევიდ გილი აგვარებდა. მე ოუენის აგენტს ბერლინში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალზე შევხვდი. სასიამოვნო ადამიანი იყო, იურისტი. ვუთხარი, რომ ჰარგრივსს იუნაიტედში დიდი პროგრესი ექნებოდა. საბოლოო ჯამში, ეს კატასტროფით დასრულდა. ოუენს საკუთარ თავში რწმენა საერთოდ არ ჰქონდა. იმის მოტივაციაც კი არ გააჩნდა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები უმოკლეს დროში მოეგვარებინა. არაერთხელ მინახავს, რომ ვარჯიშებზე რაც შეიძლება იოლად გამოსვლას ცდილობდა. ეს, ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო”.

საბოლოო ჯამში, ჰარგრივსმა მანჩესტერ იუნაიტედში 4 სეზონი გაატარა, თუმცა, მხოლოდ 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შესძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები