Thumbnail

ფეხბურთი რომ სპორტის მეფეა, ეს მოსაზრება ბევრ სხვა სპორტის პროფესიონალს აღიზიანებს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც თავის დროზე, ბავშვობაში ფეხბურთელიც იყო და ამ სპორტის ნაწილი სრულიად შემთხვევით ვერ გახდა.

მაგალითად რაფაელ ნადალი, რომელსაც ერთი ბიძა ფეხბურთში ავარჯიშებდა, მეორე ჩოგბურთში. 12 წლის ასაკში, ორივე სპორტში ნიჭიერს, აიძულეს, არჩევანი გაეკეთებინა - ჩოგბურთი აირჩია, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულიც დღემდე მოჰყვება.

#1 მიხაელ შუმახერი

მიხაელ შუმახერი 2013 წლის ინციდენტამდე, რომელმაც მისი ჯანმრთელობა ძალიან დააზიანა, საქველმოქმედო მატჩების ხშირი სტუმარი იყო. გარდა ამისა, ‘შუმი’ შვეიცარიაში ადგილობრივი გუნდის - აიხიხენსის წევრი გახლდათ და მშობლიურ კიოლნსაც ამხანაგურ მატჩებში ხშირად ემატებოდა. მისი საყვარელი ფეხბურთელები პიერ ლიტბარსკი და მისი მოგვარე - ჰარალდ შუმახერი იყვნენ, რომელიც გერმანიის ნაკრების კარს 1979-86 წლებში იცავდა.

შუმახერი 2006 წლის მუნდიალის წინ, გერმანიის ნაკრების წევრებთან ერთად

#2 უსაინ ბოლტი

8 ოლიმპიური ოქროს მფლობელი, იამაიკელი ძალოსანი - უსაინ ბოლტი, ფეხბურთის დიდი მოყვარულია. არაერთხელ მიუღია მონაწილეობა დიდი გუნდების საწვრთნელ პროცესში, მაგალითად - მანჩესტერ იუნაიტედის და დორტმუნდის ბორუსიას ბაზების ხშირი სტუმარი გახლდათ. მისი ფეხბურთისადმი სიყვარული საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ 2018 წელს ავსტრალის A-ლიგის გუნდთან - ცენტრალ კოუსტ მერინერსთან მოაწერა პროფესიულ კონტრაქტს ხელი.

უსაინ ბოლტს,  ბორუსიასთან ერთად სრულფასოვანი შეკრება აქვს გავლილი

#3 რაფაელ ნადალი

ნადალის ბიძა, მიგელ ანხელ ნადალი ესპანურ ფეხბურთში დიდი სახელი მქონე ფეხბურთელია. ბარსელონას და ესპანეთის ნაკრების ვეტერანი ბიძის მსგავსად, ფეხბურთის რაფაელიც მისდევდა, თვითონაც ბრწყინვალედ თამაშობს, მაგრამ ალბათ არა ისე, როგორც ჩოგბურთს. თუმცა, ფეხბურთის სიყვარული შეინარჩუნა, დღეს მშობლიური მალიორკას 10%-იან წილს ფლობს, მაგრამ მადრიდის რეალს და ესპანეთის ნაკრებსაც აქტიურად ქომაგობს.

რაფაელ ნადალი და იკერ კასილიასი 2010 წლის ფინალის შემდეგ

#4 ხაბიბ ნურმაგომედოვი

ხაბიბიც ნადალივით რეალის გულშემატკივარია. მადრიდული გრანდის სიყვარული და ზოგადად ფეხბურთის ცოდნა UFC-ის ამ ვიდეოშიც იგრძნობა. რუსეთში ანჟის გარდა მოსკოვის სპარტაკიც უყვარს, რომლის მოქმედ ფეხბურთელებსაც იანვარში დუბაის შეკრების ფარგლებში ეთამაშა და მოუგო კიდეც. მამამისი, აბდულმანაპიც ჭიდაობასთან ერთად ფეხბურთსაც თამაშობდა და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, საბჭოთა ლიგის მეორე დივიზიონში ჰქონდა ნათამაშები.

ხაბიბი იური ჯორკაეფის, კლოდ მაკელელს და დევიდ ბექჰემის გარემოცვაში

#5 რიკი ჰატონი

რიკი ჰატონი, სხვა ბევრი ცნობილი მანჩესტერელის მსგავსად, მანჩესტერ სიტის დიდი გულშემატკივარია. თუმცა, იუნაიტედის ლეგენდა - უეინ რუნი ერთ დროს მისი კუთხის კაცი იყო. ჰატონის ჩხუბებზე ხშირად ნახავდით მოწინააღმდეგეს იუნაიტედის ფორმით, მაგალითად ფლოიდ მეივეზერს, რომელიც ჰატონთან ჩხუბის წინ მანჩესტერ იუნაიტედის 2007-08 წლების მაისურით გამოჩნდა პრესკონფერენციაზე.

რიკი ჰატონი და მენი პაკიაო მანჩესტერ სიტის 2008-09 წლების მაისურებით

 

კომენტარები

ბოლო ამბები