Thumbnail

ლაშა ტალახაძე: მოსკოვში საქართველოს ჰიმნის აჟღერება დიდი სტიმული იყო

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა
  • პოპსპორტი ლაშა ტალახაძეს და გიორგი ასანიძეს ესაუბრა

მოსკოვში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა. რეკორდსმენი ლაშა ტალახაძის გარდა, ოქროს მედლები რევაზ დავითაძემ და ანტონ პლესნოიმ დაისაკუთრეს. ამ უკანასკნელის ტრიუმფი 9 აპრილს შედგა. პოპსპორტი ლაშა ტალახაძეს და ნაკრების მთავარ მწვრთნელს გიორგი ასანიძეს საქართველოში გამომგზავრებამდე დაუკავშირდა.

ლაშა ტალახაძე: “დიდი სურვილი გვქონდა, რუსეთში საქართველოს ჰიმნი აგვეჟღერებინა. პირველმა ეს ანტონ პლესნოიმ შეძლო. თანაც, მისი გამოსვლა 9 აპრილს დაემთხვა, რამაც დიდი სტიმული მოგვცა. რა თქმა უნდა, მეც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი ის ერთ-ერთი ქართველი, რომელიც მოსკოვში საქართველოს ჰიმნს ააჟღერებდა. რა თქმა უნდა, ოლიმპიურ თამაშებზეც გამარჯვებების იმედი მაქვს.”

გიორგი ასანიძე: “იმ ფაქტს, რომ ტურნირი მოსკოვში იყო, ბუნებრივია, თავისი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგანაც არ გვავიწყდება ის დრო და წლები, რომლებსაც ანტონის გამარჯვება დაემთხვა, რასაც ლაშას მიერ შეჯიბრის ძალიან მაღალ დონეზე დახურვა მოჰყვა. ოლიმპიადამდე ბევრო დრო აღარ რჩება, მაგრამ ვიცით, რა და როგორ არის გასაკეთებელი. მთავარი სწორედ ესაა. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.”

ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების პარალელურად, ლაშა ტალახაძემ ორი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. გარდა ამისა, ტურნირის დასრულების შემდეგ, სპეციალური ჯილდო გადაეცა გიორგი ასანიძესაც. საქართველოს ნაკრების წევრთაგან 3-3 ოქრო ლაშა ტალახაძემა (+109 კგ.) და ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) მოიპოვეს, 1 ოქრო და 2 ვერცხლი – რევაზ დავითაძემ (89 კგ.), 2 ვერცხლის მედალი შოთა მიშველიძემ (61 კგ.) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი გოგა ჩხეიძეს (67 კგ.) ერგო.

ლაშა ტალახაძის კომენტარი

💬 'ტურნირი მოსკოვში იყო, ბუნებრივია, ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა' 🔗 ლაშა ტალახაძის და გიორგი ასანიძის კომენტარები: bit.ly/TAL_ASA

Posted by popsport on Monday, April 12, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები