Thumbnail

საქართველოს ძიუდოს ნაკრების განაცხადში ცვლილებაა - მიზეზი კორონავირუსია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ევროპის ჩემპიონატზე გელა ზაალიშვილის ნაცვლად ლევან მატიაშვილს ვიხილავთ
  • არსებული ინფორმაციით, ქართველ მძიმეწონოსანს COVID-19 დაუდასტურდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში, რომელიც ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება, იძულებითი ცვლილება მოხდა, რომელიც მძიმე წონით (+100 კგ.) კატეგორიას ეხება.

როგორც ირკვევა, მოახლოებულ ტურნირში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს გელა ზაალიშვილი, რომელსაც ლევან მატიაშვილი შეცვლის. არსებობს ინფორმაცია, ზაალიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა და ტატამიზე გასვლას ამიტომ ვერ შესძლებს. ცნობისთვის, მატიაშვილმა შარშან ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ევროპირველობაზეც ითამაშა და გურამ თუშიშვილის მსგავსად, +100 კგ-მდე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს 16-18 აპრილს პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი უმასპინძლებს და ამჟამინდელი ინფორმაციით, მასში 45 ქვეყნის 370 ძიუდოისტი (218 კაცი+152 ქალი) მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრების განახლებული განაცხადი ასე გამოიყურება.

კაცები: თემურ ნოზაძე (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ.), ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე – 100 კგ.), გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი (ორივე – მძიმე).
ქალები: მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ორივე – 52 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (მძიმე).

კომენტარები

ბოლო ამბები