Thumbnail

3 ოქრო და 12 მედალი - ქართველი მოჭიდავეების წარმატება ბულგარეთში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართული დელეგაციის მონაგარი 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაოა
  • ჩემპიონები გიორგი ქაცანაშვილი, გიორგი ელბაქიძე და მირიან მაისურაძე გახდნენ

ბულგარეთში გამართულ დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სამივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ახალგაზრდული შემადგენლობით იასპარეზა და ჯამში 12 მედალი – 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო მოიპოვა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან ტურნირის ჩემპიონი გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.) გახდა, ვერცხლის მედლები ნიკოლოზ ჭიკაიძემა (77 კგ.) და ბაკურ გოგოლმა (82 კგ.) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ.), ოთარ აბულაძე (72 კგ.) და თემურ ჭკუასელიძე (87 კგ.) გახდნენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია, ჩემპიონები გიორგი ელბაქიძე (70 კგ.) და მირიან მაისურაძე (92 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედალს თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ.) დასჯერდა, მესამე საპრიზო ადგილები კი ვლადიმერ გამყრელიძემა (74 კგ.) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ.) დაიკავეს. საქართველოს გოგონათა ნაკრებიდან ბრინჯაოს მედალი თეონა ჯანდაგაშვილმა (59 კგ.) მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები