Thumbnail

გუშინდელ სათამაშო დღეს იოლი გამარჯვება მოიპოვეს ფავორიტებმა, მილუოკიმ და კლიპერსმა. მილუოკი ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ აუტსაიდერ ორლანდოს ხვდებოდა და მეტოქე, უშანსოდ, 37 ქულით დაამარცხა. ბაქსს იანისი საერთოდ არ დასჭირდა - მის არყოფნაში კი ყველაზე შედეგიანი კრის მიდლტონი იყო 21 ქულით. მილუოკიმ პირველივე მეოთხედი 13 ქულით მოიგო და მატჩის ბედიც ეგრევე გადაწყდა. ორლანდო მხოლოდ 37 პროცენტით ისროდა და ბუნებრივია არანაირი შანსი არ ჰქონია.


თავისი ლიდერი კავაი ლეონარდი დაასვენა კლიპერსმა კიდევ ერთი აუტსაიდერის, დეტროიტის წინააღმდეგ. მილუოკისგან განსხვავებით, კლიპერსს უფრო მეტი ბრძოლა მოუწია. მთელი თამაში ქულა-ქულაში წავიდა და ბოლო მეოთხედის წინ დეტროიტი 5 ქულას იგებდა კიდეც. თუმცა, აშკარა იყო, რომ კლიპერსი თამაშს აკონტროლებდა და ბოლო მეოთხედი, დამაჯერებლად, 12 ქულით მოიგო.

კლიპერსიდან საუკეთეოსები მარკუს მორისი და პოლ ჯორჯი იყვნენ. მორისმა 18-დან 13 სროლა ჩააგდო (მათ შორის 8-დან 6 სამქულიანი) და 33 ქულა დააგროვა. 25 სროლაში 32 ქულა გააკეთა პოლ ჯორჯმა.

კომენტარები

ბოლო ამბები