Thumbnail
  • 26 წლის ნიკა სიჭინავას მსურველები არ აკლია
  • ქართველ ფორვარდს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება

უკრაინული ინჰულეცის ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა სიჭინავამ შესაძლოა ზაფხულში გუნდი დატოვოს. როგორც Meta-ratings გამოცემა წერს, ქართველ ლეგიონერს კლუბთან კონტრაქტი ეწურება და მხარეები მის განახლებას არ ჩქარობენ.

წყაროს ცნობით, სიჭინავას წინადადებები არ აკლია და კონკრეტული კლუბების ჩამონათვალიც არსებობს: უნგრული ფეჰერვარი, ტირასპოლის შერიფი, მოსკოვის დინამო და ყაზანის რუბინი. ოთხივე კლუბი ნიკას ხელში ჩაგდებას მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით განიხილავს.

ნიკას უკრაინის ჩემპიონატში 5 გოლი აქვს გატანილი

მოგეხსენებათ, ფეჰერვარში ქართველი თავდამსხმელი უკვე თამაშობს - ბუდუ ზივზივაძე, ხოლო რუბინში ხვიჩა კვარაცხელიაა და ზურიკო დავითაშვილიც ამ გუნდის საკუთრებაა, ოღონდ ამჟამად განათხოვრებულია.

ნიკა სიჭინავა ინჰულეცში 2016 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან უკრაინის პრემიერლიგაში 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა. შარშან კი უკრაინის პირველ ლიგაში თავი 17 გოლით გამოიჩინა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები