Thumbnail

სტუდია 2K-მ WrestleMania 37-ზე WWE 2K22-ის პირველი თრეილერი აჩვენა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • თრეილერის ვარსკვლავი რეი მისტერიოა
  • WWE 2K22-ის გრაფიკა აშკარად გაუმჯობესებულია
  • თამაში, სავარაუდოდ, 2021 წლის ოქტომბერში გამოვა

WWE-ს ფანები, ჩვეულებრივ, 2K ცნობილი ფრენჩაიზის შემდეგ ნაწილზე სიახლეებს SummerSlam-ის შეჯიბრზე ელიან ხოლმე, თუმცა როგორც ჩანს, სტუდიამ გადაწყვიტა, თამაში უფრო ადრე, WrestleMania 37-ის დროს გაემჟღავნებინა: ფანებმა მოკლე თრეილერი და გეიმფლეის მცირე ნაწილი 11 აპრილს იხილეს.

თრეილერის ვარსკვლავი რეი მისტერიოა, სადაც ის ცეზაროს ებრძვის, თუმცა მხოლოდ ერთ დარტყმას ვხედავთ. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ თამაში გრაფიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია: მებრძოლის მოდელის ტექსტურა და დეტალები ნამდვილად შთამბეჭდავია. თუ ეს მხოლოდ სარეკლამო ტრიუკი არ არის და WWE 2K22 მართლაც ასეთ ვიზუალს შემოგვთავაზებს, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ შემდეგი ნაწილი, WWE-ს ფრენჩაიზში საუკეთესო იქნება. სტუდია, სავადაუდოდ, იმ ფანების გულის მოგებას ცდილობს, რომლებსაც 2K20-მ იმედები გაუცრუა. დეველოპერებმა კარგად იციან, რომ ფრეჩაიზის წინა ნაწილს საკმაოდ ცუდი გამოხმაურება მოყვა. 2K-ს მოუწია, მომდევნო თამაშის დეველოპმენტისთვის მეტი დრო დაეთმო და შედეგიც აშკარაა. 

პირველი დადებითი შთაბეჭდილების მიუხედავად, სანამ გეიმფლეიზე მეტი ინფორმაცია არ გვექნება, თამაშის შეფასება, ნაადრევია. თუკი 2K20 გითამაშიათ, ნამდვილად არ დაგავიწყდებოდათ ის უამრავი ხარვეზი და ‘გლიჩი’ რომელიც ფრენჩაიზის ამ ნაწილს თან სდევს. 

WWE 2K22-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუმცა, ინტერნეტში გავრცელებული ხმების მიხედვით, მას 2021 წლის ოქტომბერში ვიხილავთ. ასევე გაურკვეველია თუ რა პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი თამაში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები