Thumbnail

მილიონი კვირაში! რაიოლა ჰაალანდისთვის სუპერკონტრაქტს ითხოვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდს, სავარაუდოდ, ზაფხულში დატოვებს
  • 20 წლის ნორვეგიელის აგენტს გამაოგნებელი მოთხოვნები აქვს

დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელის ერლინგ ჰაალანდის შეძენა ევროპის არაერთ წამყვან კლუბს სურს და მისი აგენტი მინო რაიოლაც ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს, თუმცა, მისი მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ ნორვეგიელი ზაფხულში რომელიმე გრანდში გადავიდეს.

ბრიტანული "მირორის" ინფორმაციით, რაიოლა ძალზე ძვირადღირებული კონტრაქტის გამომუშავებაზეც მუშაობს. როგორც გამოცემა იტყობინება, ერლინგის აგენტის მოთხოვნაა, რომ მის კლიენტს კვირაში ხელფასის სახით 1 მილიონი ევროს (!) ანაზღაურება ჰქონდეს, რაც წელიწადში 55 მილიონ ევროს უტოლდება და რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ნორვეგიელი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ჰაალანდ მსურველები არ აკლია, მაგრამ რაიოლას მადა შოკისმომგვრელია

ცოტა ხნის წინ რაიოლა ესპანეთში იმყოფებოდა და ერთ დღეში შეხვედრა, როგორც ბარსელონას, ისე - მადრიდის რეალის წარმომადგენლებთან გამართა, რაც ნათლად მიანიშნებს, რომ ის ტრანსფერზე უკვე მუშაობს და საუკეთესო ვარიანტს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდში 2020 წლის დასაწყისში გადავიდა და ბუნდესლიგის გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში მან 34 შეხვედრაში თავი 33 გოლით და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები