Thumbnail

მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსნმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ.) კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და 2021 წლის ევროპის ჩემპიონის ტიტული ისე დაისაკუთრა, გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია. ლაშამ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ შეჯიბრზე საერთო ჯამში 3 ოქროს მედალი მოიპოვა, როგორც ცალკეულ მოძრაობებში (ატაცი, აკვრა), ასევე – ჯამში. ის ევროპირველობის გამარჯვებული ზედიზედ მეხუთედ (!) გახდა და 2 მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 211, 217 და 222 კგ. დასძლია, მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ბოლო მისვლაზე მსოფლიოს რეკორდი დააფიქსირა. აკვრაში ტალახაძემ 245, 253 და 263 კგ. დაიმორჩილა, რაც მისივე მიღწევას 1 კგ-ით ჩამორჩება. საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრების ლიდერმა 485 კგ. მოაგროვა, კიდევ ერთი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და საგრძნობლად გაუსწრო ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელ სომხებს - გორ მინასიანსა (464 კგ.) და ვარაზდატ ლალაიანს (445 კგ.).

📺 ლაშა ტალახაძის 3 ცდა ატაცში

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონატზე

ატაცი - 211 კგ.✅, 217 კგ.✅, 222 კგ.✅

აკვრა - 245 კგ.✅, 253 კგ.✅, 263 კგ.✅

მძიმე წონით კატეგორიაში ძალებს საქართველოს ძალოსანთა გუნდის კაპიტანი ირაკლი თურმანიძეც სცდიდა, თუმცა, მას ატაცში 191 კგ-ზე სამივე მისვლა გააცუდა და აკვრაში საასპარეზოდ ფიცარნაგზე არც გასულა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა ანტონ პლესნოიმაც (96 კგ.), შოთა მიშველიძე (61 კგ.), რევაზ დავითაძე (89 კგ.) კი ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ. გუნდურ ჩათვლაში საქართველო მხოლოდ უკრაინას (4 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო), ბულგარეთსა (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და სომხეთს (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) ჩამორჩა.

📺 ლაშა ტალახაძის 3 ცდა აკვრაში და დაჯილდოება

კომენტარები

ბოლო ამბები