Thumbnail
  • ტენერიფე 101:77 ესტუდიანტესი
  • ქართველი ცენტრი მატჩის MVP-ს ტიტულის მფლობელი გახდა

ლენოვო ტენერიფეს ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომელსაც ჩინებული სეზონი აქვს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა.

ტენერიფელებმა ესტუდიანტესი 101:77 გაანადგურეს, შერმადინი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:24 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 13-დან 9 ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 7-ჯერ დაირღვა. შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ის მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ლენოვო ტენერიფემ ლიგა ენდესაში 23 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს ინარჩუნებს, წინ კი, მხოლოდ ესპანური გრანდები – რეალი და ბარსელონა არიან. შერმადინის გუნდი მომდევნო მატჩს 13 აპრილს, მადრიდში, სწორედ “სამეფო კლუბის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები