Thumbnail
  • ქართველი ჩოგბურთელის პირველი მოწინააღმდეგე სერბი ფილიპ კრაინოვიჩი იქნება
  • გამარჯვების შემთხვევაში, 29 წლის ბასილაშვილს რუსი დანიილ მედვედევი ელის

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც გუშინ კალიარის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა და სერბ ლასლო ჯერესთან 2:6, 0:6 წააგო, მონაკოში იმყოფება და ხვალიდან მონტე კარლოს მასტერსზე ითამაშებს.

ბასილაშვილი პრესტიჟულ ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 2 460 585 ევროა, პირველი წრიდან ჩაებმება და ძალებს კიდევ ერთ სერნ ფილიპ კრაინოვიჩთან მოსინჯავს. ცნობისთვის, ATP-ს ლაივ რეიტინგში ბასილაშვილს 36-ე ადგილი უკავია და მას სწორედ მისივე თანატოლი კრაინოვიჩი მოსდევს, ამდენად, ფავორიტის დასახელება რთული იქნება.

ქართველი ჩოგბურთელს საწყის რაუნდში ფილიპ კრაინოვიჩთან დაპირისპირება მოუწევს

ქართველ და სერბ ჩოგბურთელებს 3-ჯერ უთამაშიათ და მინიმალური უპირატესობა ნიკას მხარესაა. ბასილაშვილმა კრაინოვიჩს 2014 წელს ასტანაში (ყაზახეთი) 6:3, 7:5 სძლია, იმავე წელს კორტინაში (იტალია) ფილიპმა რევანშის აღება მოახერხა (7:5, 3:6, 6:3), 2015 წელს კი, დოჰაში (ყატარი) ისევ ნიკოლოზმა იმარჯვა – 6:3, 6:3.

ცნობილია ისიც, რომ თუკი საქართველოს პირველმა ჩოგანმა კრაინოვიჩის დამარცხება მოახერხა, მე-2 რაუნდში მე-2 ნომრად განთესილ რუს დანიილ მედვედევს გაეჯიბრება. ცნობისთვის, მონტე კარლოს მასტერსზე მთავარ ფავორიტად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მიიჩნევა, მედვედევის შემდეგ კი, განთესვით ესპანელი რაფაელ ნადალი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი გერმანელი ალექსანდერ ზვერევი და კიდევ ერთი რუსი ანდრეი რუბლიოვი მოდიან. ტურნირის გამარჯვებული 1 000 სარეიტინგო ქულასა და 251 085 ევროს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები