Thumbnail

ზვიად კუპატაძე რუსეთის სუპერლიგის რეკორდსმენია - კარიდან კარში გატანილი გოლი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზვიად კუპატაძემ რუსეთის ფუტსალის ლიგაში მე-20 გოლი გაიტანა
  • კუპატაძე პირველი მეკარეა, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია

რუსეთის ფუტსალის სუპერლიგის რეგულარული სეზონის გამარჯვებული გაზპრომ-იუგრა გახდა, რომლის რიგებშიც საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძე თამაშობს. ბოლო ტურის მატჩში გაზპრომ-იუგრამ ნოვოსიბირსკის სიბირიაკი 5:2 დაამარცხა და 76 ქულით რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა. ზვიად კუპატაძემ შეხვედრის 45-ე წუთზე სიბირიაკს მე-5 გოლი გაუტანა

გაზპრომ-იუგრამ 33 მატჩიდან 24 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 5 მატჩში დამარცხდა. კუპატაძის გუნდი პირველად გახდა რეგულარული სეზონის გამარჯვებული.

კუპატაძესთვის ეს მე-20 გოლი იყო რუსულ კარიერაში, რითიც ის გახდა პირველი მეკარე, რომელსაც რუსეთის ფუტსალის სუპერლიგის ისტორიაში 20 გოლი დაუგროვდა. გაზპრომ-იუგრას მეტოქე პლეი ოფში პოლიტექნიკა იქნება.

ზვიად კუპატაძემ კარიდან კარში გაიტანა

ზვიად კუპატაძემ კარიდან კარში გაიტანა

Posted by სპორტული მიმოხილვა on ოთხშაბათი, 05 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები