Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი 1:2 ლიდს იუნაიტედი
  • ხოსეპ გვარდიოლას კომენტარი

ინგლისის პრემიერლიგაში მანჩესტერ სიტიმ ლიდს იუნაიტედს უმასპინძლა და მოულოდნელად, 1:2 დამარცხდა. პეპ გვარდიოლამ ექსპერიმენტული შემადგენლობა გამოიყვანა და მარცხი გარკვეულწილად ამის ბრალიცაა. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრები სტიუარტ დალასმა დააწინაურა, თუმცა შესვენებამდე მეტისმეტი უხეშობისთვის ლიდსს კუპერი გაუგდეს. 

76-ე წუთზე ბერნარდო სილვას პასით ფერან ტორესმა გაათანაბრა, მაგრამ სტიუარტ დალასმა 91-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. მანჩესტერ სიტი 74 ქულით პირველ ადგილზე და მანჩესტერ იუნაიტედს 14 ქულით უსწრებს (სულშერის გუნდს 2 მატჩი რეზერვში აქვს). 

📺 მანჩესტერ სიტი v ლიდს იუნაიტედი [მიმოხილვა]

პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტის მწვრთნელი): "ვულოცავ ლიდს იუნაიტედს ამ გამარჯვებას. როცა გუნდები 11x11-ზე თამაშობდნენ, ჩვენ ბევრი კარგი შანსი შევქმენით. შემდეგ დავუშვით შეცდომა და გავუშვით გოლი. ამის შემდეგ ლიდსი გამალებით იცავდა თავს. 40 წუთის კონტროლის შემდეგ ერთი შეცდომა დავუშვით და ეს მარცხად დაგვიჯდა".

ეს სიტის მხოლოდ მე-2 მარცხი იყო პრემიერლიგის ბოლო 24 ტურში. სტიუარტ დალასი პირველი ფეხბურთელია რობინ ვან პერსის შემდეგ (2012 წ), ვინც სიტის "ეტიჰადზე" 90-ე წუთის შემდეგ გაუტანა გამარჯვების გოლი. სიტიმ კარისკენ 29-ჯერ დაარტყა, ლიდსმა 2-ჯერ და ორივე გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები