Thumbnail

მეივეზერი V სეხუდო - კრივის ლეგენდა UFC-ის ექსჩემპიონთან იჩხუბებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

 ორ წონით კატეგორიაში Ultimate Fighting Championship-ის ყოფილმა ჩემპიონმა ჰენრი სეხუდომ გამოაცხადა, რომ დაუმარცხებელ მოკრივე ფლოიდ მეივეზერთან შეხვედრას გამართავს. 

"ეს მოხდება. სამგზის ჩემპიონი ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორთან", - დაწერა სეხუდომ Twitter-ზე. 

34 წლის ჰენრი სეხუდოს, რომელსაც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, შერეულ ორთაბრძოლებში 16 მოგება და 2 მარცხი აქვს. 2020 წლის მაისში, ტურნირის UFC 249-ის ფარგლებში, დომინიკ კრუსი დაამარცხა და უმსუბუქეს წონაში ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ჰენრიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

44 წლის ფლოიდ მეივეზერი 1996 წლის ატლანტას თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია. ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს შერეული ორთაბრძოლების წარმომადგენელთან ადრეც უჩხუბია. 2017 წელს მეივეზერმა კრივის წესებით კონორ მაკგრეგორი ტექნიკური ნოკაუტით, მეათე რაუნდში დაამარცხა. მეივეზერი რინგზე ბოლოს 2019 წლის დეკემბერში გავიდა და საგამოფენო შეხვედრაში იაპონელი კიკბოქსიორი ტენშინ ნაცუკავა დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები