Thumbnail
  • სულშერის აზრით, გუნდის წარმატება ევროპალიგის მოგებით არ უნდა შეფასდეს
  • ჟოზე მოურინიოს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს

ცოტა ხნის წინ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ მისი გუნდის წინსვლა არ უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, მოიგებენ თუ არა "წითელი ეშმაკები" მიმდინარე სეზონში ევროპალიგას.

ნორვეგიელი სპეციალისტის თქმით, ტიტულის მოგების სურვილით შეპყრობილებს, მხოლოდ საკუთარი ეგოს ამაღლება სურთ. ამას არ დაეთანხმა ტოტენჰემის მთავარი მწრთელი ჟოზე მოურინიო, რომელმაც იუნატედში მუშაობის დროს ევროპალიგა თავად მოიგო.

პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, თავის დროზე ოლე გუნარ სულშერის და მანჩესტერული გუნდის მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი სხვანაირად იფიქრებდა.

"ეს სულშერის აზრია. დარწმუნებულ ვარ, რომ მის დიდ უფროსს, სერ ალექს ფერგიუსონს განსხვავებული აზრი ჰქონდა ამის შესახებ. პატივს ვცემ სულშერს და მის შეხედულებებს, თუმცა მე სხვანაირად ვფიქრობ. ამ სიტყვებით ის ჩემდამი უპატივცემულობას არ გამოხატავს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მჯერა, რომ მის დიდ ბოსს და პრემიერლიგის ისტორიაში უდიდესს, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება აქვს", - განაცხადა ჟოზემ.

ტოტენჰემისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება 11 აპრილს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები