Thumbnail

იტალიაში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას მსურველთა რაოდენობა იზრდება. აქამდე დასახელებულ კლუბებს, რომლებსაც 20 წლის ქართველ ტალანტზე თვალი უჭირავთ, მილანის ინტერი და ბერგამოს ატალანტაც შეემატნენ. 

ამის შესახებ ინფორმაციას Tuttomercatoweb ავრცელებს, რომლის ცნობით, კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 15-20 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით იტალიაში მილანი, იუვენტუსი და ნაპოლიც ინტერესდებოდნენ. დაიწერა, რომ მცირე უპირატესობას “როსონერი” ფლობს, რომელიც მუდმივ კავშირშია ფეხბურთელის აგენტთან. კვარაცხელიასთან დაკავშირებით ვითარებას ასევე აკვირდებიან გერმანული კლუბები - მიუნხენის ბაიერნი და დორტმუნდის ბორუსია.

აღანიშნავია, რომ ზემოთ დასახელებული იტალიური კლუბები სერია A-ს ტოპხუთეულს შეადგენენ. მილანის ინტერი, რომელსაც ანტონიო კონტე წვრთნის,  სატურნირო ცხრილს 71 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მილანია (60), მესამეზე - იუვენტუსი (59), მეოთხეზე - ატალანტა (58), ხუთეულს კი ნაპოლი (56) ასრულებს.  

ხვიჩამ საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩში ზედიზედ გაიტანა

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 8 საგოლე პასი.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, რომლის ანგარიშზე ეროვნული გუნდის 8 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასია, ცნობილი პორტალი transfermarkt 10 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარები

ბოლო ამბები