Thumbnail

პოლ პოგბას ძმა, ფლორენტინი, თურქეთში თანაგუნდელებმა ლამის სცემეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფლორენტინ პოგბამ გენჩლერბილიგი ტრავმის გამო "დააღალატა"
  • ფეხბურთელს თანაგუნდელები ჯერ მოედანზე ეჩხუბნენ, შემდეგ - გასახდელში

თურქეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის შეხვედრა გენჩლერბილიგისა და ანტალიასფორს შორის, მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებს შორის ჩხუბით გამოირჩა.  

გენჩლერბილიგის მცველმა ფლორენტინ პოგბამ, რომელიც პოლ პოგბას უფროსი ძმაა, 88-ე წუთზე ტრავმა მიიღო და ისე, რომ არავისთვის უთქვამს, თვითნებურად გასასვლელისკენ გაემართა. ფრანგი ფეხბურთელი ცუდ დროს დაშავდა - მისი გუნდი 0:1-ს აგებდა, მწვრთნელს კი სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა.

27 წლის ფეხბურთელს თანაგუნდელებმა ჩხუბი ჯერ კიდევ მაშინ დაუწყეს, როდესაც მოედანი დატოვა და მაისური გაიხადა.

მატჩის შემდეგ დაპირისპირება გასახდელშიც გაგრძელებულა, სადაც ფლორენტინის თავს რამდენიმე თანაგუნდელი დაესხა.

ანტალიასფორთან მარცხის შემდეგ, გენჩლერბილიგიმ სუპერლიგაში დარჩენის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

კომენტარები

ბოლო ამბები