Thumbnail

3 სეტი შტრუფთან - ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:5, 4:6, 6:3 იან-ლენარდ შტრუფი
  • ბასილაშვილი კალიარის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიის ქალაქ კალიარიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 408 800 ევრო) მეოთხედფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (41-ე მსოფლიო რეიტინგში) მძიმე ბრძოლაში მოუგო.

ნიკამ მეტოქეს სამ სეტში 7:5, 4:6, 6:3 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში მეტოქის ორი მოწოდება მოიგო, ხოლო მეორე სეტი ასევე დაძაბული გამოდგა და ბასილაშვილი 4:6 დამარცხდა. გადამწყვეტ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის სამი მოწოდება მოიგო და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

ნიკას მეტოქე ნახევარფინალში სერბი ლასლო ჯერე იქნება, რომელიც რეიტინგის 57-ე ნომერია და მეოთხედფინალში იტალიელ მუსეტის სამ სეტში მოუგო. შეხვედრა 10 აპრილს, თბილისის დროით 15:30-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები