Thumbnail

პლესნოი ევროპის ჩემპიონია - უახლოეს მეტოქეს 19 კილოგრამით აჯობა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ნაკრების მორიგი მედალი მოსკოვიდან
  • ანტონ პლესნოიმ დიდი უპირატესობით იმარჯვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების 24 წლის წევრი ანტონ პლესნოი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ტრიუმფალურად იასპარეზა ტურნირზე, რომელსაც ამ დღეებში რუსეთის დედაქალაქ მოსკოვი მასპინძლობს.

პლესნოიმ პირველ მოძრაობაში (ატაცი) შტანგასთან სამივე მისვლა დამაჯერებლად გამოიყენა. ანტონმა 171, 175 და 180 კგ. დასძლია და მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასევე ოქრო მოიპოვა ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც, სადაც პირველობისთვის საწყისი 2 ცდა (207 და 213 კგ.) ეყო, 221 კგ-ს კი ვეღარ გაუმკლავდა. ჯამში ანტონმა 393 კგ. მოაგროვა და ვერცხლის მედალოსან პეტრ ასაიონაკს 19 კგ-ით (!) აჯობა.

ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონატზე

ატაცი - 171 კგ.✅, 175 კგ.✅, 180 კგ.✅

აკვრა - 207 კგ.✅, 213 კგ.✅, 221 კგ.❌ 

"საქართველოს ეკუთვნის ეს ოქრო! თავისუფლებას გაუმარჯოს! ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ყველამ ერთად, ჯობია!" - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ამ წარმატების შემდეგ, პლესნოიმ კი დაამატა - "მადლობა გრუზია, საქართველო".


შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ქართველ ძალოსანთა აქტივში 2 ვერცხლის მედალიცაა. ევროპის ვიცე-ჩემპიონები შოთა მიშველიძე (61 კგ.) და რევაზ დავითაძე (89 კგ.) გახდნენ. ნათელია, რომ ეს მონაგარი კიდევ გაიზრდება, რადგანაც 10 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) და ანასტასია გოტფრიდი (87 კგ.) გამოვლენ, ხოლო 11 აპრილს – ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +109 კგ.).

გიორგი ასანიძის მიმართვა 9 აპრილს

🇬🇪 გიორგი ასანიძე: თავისუფლებას გაუმარჯოს! ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ყველამ ერთად, ჯობია! 🔗 პლესნოის ოქრო: bit.ly/OSW_MOSCOW 📹 პირველი არხი | #9აპრილი

Posted by popsport on Friday, April 9, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები