Thumbnail

ACA | წიპტაურის დებიუტი - ვაჟამ ყირგიზი მეტოქე დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვაჟა წიპტაურის წარმატებული დებიუტი ACA 121-ზე
  • ქართველმა მებრძოლმა კარიერაში მე-10 გამარჯვება იზეიმა
  • MMA | საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტური: ყველა ბრძოლა

ACA-ში ქართველი მებრძოლის, ვაჟა წიპტაურის დებიუტი შედგა. მან ACA 121-ის ღონისძიებაზე პირველად იჩხუბა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მინსკში ვაჟას მეტოქე ყირგიზი კანატ კელდიბეკოვი იყო, რომელსაც კარიერაში 26-დან 20 ბრძოლა მოგებული ჰქონდა. კანატი ACA-ში 2019 წლიდან ჩხუბობს და ამ ორგანიზაციაში 4 ბრძოლიდან გამარჯვება 2 დაპირისპირებაში იზეიმა. წიპტაურს ამ ბრძოლამდე კარიერაში 9 ბრძოლა ჰქონდა მოგებული, ხოლო თითო ბრძოლა წაგებული და ფრედ დასრულებული.

ყირგიზი მეტოქე პირველ რაუნდში ბევრს აქტიურობდა. მისი მთავარი მიზანი იყო, რომ წიპტაური პარტერში გადაეყვანა და ბრძოლა იქ გაეგრძელებინა, მაგრამ ვაჟა თავს კარგად იცავდა.

ქართველმა მებრძოლმა მესამე რაუნდის დასაწყისში მეტოქე პარტერში თვითონ გადაიყვანა და რაუნდის ბოლომდე გაქცევის საშუალება არ მისცა. მსაჯების გადაწყვეტილებით, ვაჟა ბრძოლის გამარჯვებული გახდა და ACA-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ACA-ს მორიგი ივენთი 23 აპრილს, ისევ მინსკში ჩატარდება. ACA 122-ზე სამი ქართველი მებრძოლი იჩხუბებს - რაული თუთარაულის მეტოქე რუმინელი აურელ პირტეა იქნება. ლევან მაყაშვილი ბრაზილიელ ელისმა ლიმა და სილვასთან იჩხუბებს, ხოლო ბიძინა გავაშელიშვილი ფინელ მიკაელ სილანდერ შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები