Thumbnail
  • რეალის მთავარ მწვრთნელს სურს, რომ მესი ბარსელონაში დარჩეს
  • ფრანგმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ აზარი კლასიკოშიც არ იქნება

10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე, მადრიდის რეალი ბარსელონას დაუპირისპირდება. "ელ კლასკიოს" ზედმეტი აფიშირება არ სჭირდება, თუმცა ლა ლიგის ცხრილიდან გამომდინარე, თამაში კიდევ უფრო დაძაბული უნდა გამოვიდეს.

წინა ზაფხულის მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ლიონელ მესისთვის ეს ბოლო "ელ კლასიკო" იყოს. შარშან არგენტინელს კატალონიური კლუბის დატოვება სურდა და მისი მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

აღნიშნულ საკითხზე მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა. ფრანგმა სპეციალისტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მესისთვის ბოლო "ელ კლასიკო" არ იქნება. ზიდანს სურს, რომ არგენტინელი ბარსელონაში დარჩეს.

"არ მინდა, რომ ეს მესისთვის ბოლო კლასიკო იყოს. დაე, ის ბარსელონაში დარჩეს. ის იქ თავს კარგად გრძნობს და ლა ლიგისთვისაც უკეთესი იქნება, თუ არსად წავა. ვიცით, როგორი მოთამაშეა ის. ბარსელონაში ყველა ძალიან კარგი ფეხბურთელია. შევეცდებით, გავუმკლავდეთ მათ ძლიერ მხარეებს, რომელიც საკმარისად აქვთ", - განაცხადა ზიდანმა.

შესაძლოა მომავალ ზაფხულს კლუბი სერხიო რამოსმაც გამოიცვალოს

ფრანგმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ედენ აზარი რეალს ბარსელონას წინააღმდეგ ვერ დაეხმარება, თუმცა ზიდანს ფართო შემადგენლობა აქვს. ამასთან, მწვრთნელი ვინისიუსით ძალიან კმაყოფილია.

"ვინისიუსით ძალიან კმაყოფილები ვართ. ედენ აზარი კლასიკოში ვერ დაგვეხმარება. ტრავმებმა პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა შემადგენლობა საკმაოდ დიდი გვაქვს", - დაამატა ზიდანმა.

კომენტარები

ბოლო ამბები