Thumbnail

ნუ გავხდებით სხვების დასაცინი! ტოჩინოშინი ძიუდოს სკანდალს გამოეხმაურა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ცოტა ხნის წინათ ძიუდოს სკანდალს ელიტის სუმოისტი ქართველი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) გამოეხმაურა. ტოჩინოშინი ტოკიოში იმყოფება, სადაც "ზაფხულის ბაშოსთვის" ემზადება, რომელიც 13 მაისს დაიწყება. ბოლო დღეებში მან ერთობლივ ვარჯიშებში დიდი ჩემპიონი კისენოსატო შეარცხვინა. 

ლევან გორგაძე ყოფილი ძიუდოისტია, ამიტომაც მას ქართულ ძიუდოში შექმნილი ვითარება გულთან ახლოს მიაქვს:

"მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო ძიუდოს ნაკრებთან დაკავშირებით. მე ძიუდოისტი ვიყავი და თქვენთან ერთად ვისწავლე ძიუდოსა და სპორტის სიყვარული. მტყუანისა და მართალის გარჩევას ვერ დავიწყებ. უბრალოდ, ჩემი თხოვნა იქნება პრობლემის მოგვარებას შევეცადოთ. მოუგვარებელი არაფერია. ნუ გავხდებით სხვების დასაცინი. მეტად დავაფასოთ ერთმანეთი და ნუ გავხდებით მტრების დასაცინი. ვინც ჩემ აზრს ეთანხმება, შეგიძლიათ ეს ვიდეო გააზიაროთ", - ამბობს მიმართვაში იანვარში იაპონიის იმპერატორის თასის მომგები ქართველი, რომელიც ძიუდოს სამყაროს პრობლემის ერთობლივად მოგვარებისკენ მოუწოდებს. 

ვარლამ ლიპარტელიანი: მიღებული ინფორმაციით შოკირებულები არიან!

ვინ არ უერთდება პროტესტს? ოლიმპიური ჩემპიონი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრა 

მიხეილ ყაველაშვილი: ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს

კომენტარები

ბოლო ამბები