Thumbnail
  • რომას და იტალიის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველის დაბრუნება გადაიდო
  • სკუადრა აძურას მისი იმედი მსოფლიოს ჩემპიონატზე შეიძლება ჰქონდეს

რომას და იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. 

იყო მოლოდინი, რომ იტალიელი ფეხბურთელი მწყობრში აპრილში ჩადგებოდა, თუმცა ინსბრუკის კლინიკაში ვიზიტის შემდეგ, დაბრუნების ვადა გადაიდო. ეს ინფორმაცია 21 წლის ფეხბურთელმა თავადაც დაადასტურა:

"ძალიან დამწუხრებული ვარ იმის გამო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ვითამაშებ. ახლა ჩემი მიზანი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მომზადებაა", - აქვეყნებს ფეხბურთელის სიტყვებს იტალიური მედია. 

მძიმე ტრავმების შემდეგ, ნიკოლომ ვარჯიში თებერვლის ბოლოს განაახლა

ნიკილო ძანიოლოსთვის 2020 წელი ძალიან ნავსიანი აღმოჩნდა. ჯერ იყო და წლის დასაწყსიში, რომა-იუვენტუსის სერია A-ს მატჩში მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ფეხბურთს ზაფხულამდე ჩამოშორდა, შემოდგომით კი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მყოფმა, ნიდერლანდებთან ერთა ლიგის შეხვედრაში ანალოგიური ტრავმა უკვე მარცხენა ფეხზე მიიღო.

იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად თურქეთი, უელსი და შვეიცარია ეყოლება. ტურნირი, რომელიც შარშან უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ერთი წლით გადავადდა, 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები