Thumbnail
  • რომა აიაქსთან აგებდა, თუმცა სახლში გამარჯვებული დაბრუნდა
  • არსენალმა ბოლოს გაიტანა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო

ევროპალიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე პირველი შეხვედრები გაიმართა და ყველა დაძაბული გამოვიდა. ვილიარეალმა ზაგრებში ადგილობრივ დინამოს მორენოს პენალტით მოუგო, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედმა ''ლოს კარმენესზე'' გრანადას 2:0 სძლია და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი მე-5 წუთზე დროებით შეაჩერეს. მიზეზი მინდორზე შევარდნილი ქომაგი იყო, რომელმაც მიუხედავად რეგულაციებისა, სტადიონზე შეღწევა მაინც მოახერხა და გრანადას მინდორზე შიშველმა ირბინა.

ლონდონის არსენალი პრაღის სლავიასთან მატჩის 86-ე წუთზე დაწინაურდა და გოლი ზუსტად 4 წუთში გაუშვა. ჩეხებმა ლონდონში უმნიშვნელოვანესი ფრე დააფიქსირეს. სლავიამ 1/16 და 1/8 ფინალებში ორი ბრიტანული გუნდი გააგდო: ლესტერი და რეინჯერსი. როგორც ჩანს, ჩეხები მესამე გუნდის გაგდებისთვისაც სერიოზულად იბრძოლებენ.

რომამ უმძიმეს ბრძოლაში მოიგო. ''ჯალოროსომ'' აიაქსისგან პირველი გოლი ტაიმის მიწურულს გაუშვა - კლაასენმა აიაქსი დააწინაურა. ამსტერდამელებს მეორე გოლის გატანის შანსი პენალტით ჰქონდათ, თუმცა დუშან ტადიჩმა დარტყმა ვერ გამოიყენა, რის გამოც ტენ ჰაგის გუნდი დაისაჯა. რომამ ჯერ პელეგრინის გოლით გაათანაბრა, რის შემდეგაც ტაიმის ბოლოს იბანიესმაც მოახერხა თავის გამოჩენა ლამაზი გოლით და რომას 2:1 მოაგებინა. ევროპალიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები ერთ კვირაში ჩატარდება.

აიაქსი 1:2 რომა

გოლები: 1:0 კლაასენი (39), 1:1 პელეგრინი (57), 1:2 იბანიესი (87)

გრანადა 0:2 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 0:1 რაშფორდი (31), 0:2 ფერნადეში (პენ-90)

არსენალი 1:1 სლავია

გოლები: 1:0 პეპე (86), 1:1 ჰოლსი (90)

დინამო ზაგრები 0:1 ვილიარეალი

გოლი: 0:1 მორენო (პენ-44)

კომენტარები

ბოლო ამბები