Thumbnail
  • ტულის არსენალი 1:2 ცსკა
  • საქართველოს ნაკრების მცველის ინციდენტი მატჩის შემდეგ

რუსეთის თასის 1/4 ფინალში გია გრიგალავას (90-ე წუთზე შეცვალეს) არსენალი ტულაში მოსკოვის ცსკა-სთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ქართველი მცველის გუნდი 55-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, გადამწყვეტი გოლი კი 86-ე წუთზე გაუშვა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, მატჩის მერე საქართველოს ნაკრების მცველი ცსკა-ს მწვრთნელებს თავს დაესხა. მასთან ერთად აქტიურობდა მისი თანაგუნდელი გურამ აჯოევი (საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი გურამ აჯოევის ვაჟი. უფროსი აჯოევი არსენალის პრეზიდენტია). "ისინი მწვრთნელებს შუბლის გახვრეტით ემუქრებოდნენ", - უთხრა "ჩემპიონატს" წყარომ, რომელიც გვირაბში განვითარებულ კონფლიქტს შეესწრო. 

კომენტარები

ბოლო ამბები