Thumbnail

დღეს ევროლიგის რეგულარული სეზონის 34-ე ტურში (თამაში თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება) თორნიკე შენგელიას ცსკა მოსკოვში ლიონის ვილერბანს უმასპინძლებს, მაგრამ ეს მატჩი ქართველი ფორვარდის გარეშე ჩაივლის.

ცსკა-ს ტვიტერის ინფორმაციით, თორნიკეს თვალის დაზიანება აქვს და ამიტომაც ფრანგებთან შეხვედრას გამოტოვებს. ცსკა-ს 32 მატჩიდან 22 აქვს მოგებული და ევროლიგაში მე-2 პოზიციაზეა. 29 წლის შენგელია ევროტურნირზე საშუალოდ 11.4 ქულას, 4.8 მოხსნას და 2.2 პასს აკეთებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები