Thumbnail

ტურის MVP და სიმბოლური ნაკრები - ყაზაიშვილი კორეაში საუკეთესოა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. K ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ულსან ჰიუნდაის ქართველი შემტევი საუკეთესოდ აღიარა.

ვაკომ ბოლო ტურში სეულთან 90 წუთი ითამაშა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (3:2) ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა - ბრწყინვალე საგოლე პასითა და ეფექტური გოლით. საგულისხმოა, რომ ყაზაიშვილმა ულსანში მხოლოდ მეოთხედ ითამაშა და ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა.

📺 ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი სეულთან

ულსან ჰიუნდაის 8 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ ჯეონბუკ მოტორსს (20 ქულა) ჩამორჩება. ულსან ჰიუნდაი მომდევნო შეხვედრას 11 აპრილს, სტუმრად, აუტსაიდერ სუვონთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი საფეხბურთო კლუბ საბურთალოს აღზრდილია, სამშობლოში კი რუსთავის ოლიმპში გამოდიოდა, საიდანაც არნემის ვიტესში აღმოჩნდა. ნიდერლანდურ კლუბში ვაკო 2011-17 წლებში თამაშობდა და იმ პერიოდში იჯარით ვარშავის ლეგიაშიც იყო განათხოვრებული. 2017 წელს ყაზაიშვილი ევროპიდან ამერიკაში, MLS-ში გადავიდა, სადაც ბოლო დრომდე სან ხოსეს ღირსებას იცავდა - გურამ კაშიასთან ერთად. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ვაკო კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობა. ყაზაიშვილი საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 53 მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე პასია.

[Round MVP & B11] 하나원큐 K리그1 2021 R08 MVP 울산현대 바코 _ #KLEAGUE #MVP #B11

Posted by K리그(K LEAGUE) on ოთხშაბათი, 07 აპრილი, 2021

 

კომენტარები

ბოლო ამბები