Thumbnail

არსენ ვენგერი: მუნდიალისთვის ოფსაიდის დაფიქსირების ახალ სისტემას ვამუშავებთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნოვაცია იქნება'
  • ფიფა-ში ყატარი 2022-სთვის ორ ვარიანტზე ფიქრობენ

მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2022 წელს ყატარში უნდა ჩატარდეს, შესაძლოა, ოფსაიდის დაფიქსირების ავტომატური სისტემა იქნას გამოყენებული. ამის შესახებ განცხადება ფიფა-ს ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ლონდონის არსენალის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გააკეთა:

“ვფიქრობ, მომავალი მუნდიალისთვის ეს სისტემა მზად იქნება. “ავტომატური ქმედება” ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ სიგნალი პირდაპირ ლაინსმენთან მივა. მას საათზე წითელი ციმციმა აენთება, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ ადგილი თამაშგარეს ჰქონდა. ახლა, ხშირია სიტუაცია, როდესაც ფეხბურთელები ოფსაიდის შესახებ ვერდიქტს ელიან. საშუალო ლოდინის დრო 70 ან 80 წამია, ზოგჯერ, მეტიც კი. რამდენჯერ გვინახავს, ფეხბურთელებს გოლი უზეიმიათ და შემდეგ, ის გაუქმებულა. ამდენად, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნინიშვნელოვანი ნოვაცია იქნება. არსებობს “ნახევრადავტომატური ვარიანტიც”, რომლის თანახმადაც სიგნალი ჯერ VAR-ის ოთახში მსხდომებთან მივა და მხოლოდ შემდეგ – ლაინსმენთან. პირადად მე იმას ვემხრობი, რომ შეტყობინება პირდაპირ გვერდით მსაჯთან მიდიოდეს”.

შეგახსენებთ, რომ მომავალი მსოფლიოს პირველობა 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, ტრადიციულად, 32 ნაკრები მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები