Thumbnail
  • პსჟ-სთან მარცხის შემდეგ ჰანსი ფლიკზე დისკუსიები განახლდა
  • ბილდი მის გერმანიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზე წერს

რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ჰანსი ფლიკმა მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვოს? პარი სენ-ჟერმენთან საშინაო მარცხის (2:3) შემდეგ გერმანიაში ამ თემაზე დისკუსიები განახლდა.

‘ბილდი’ წერს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელები ფლიკთან დაკავშირებით მკაფიო განცხადებების გაკეთებას ერიდებიან. ეს ჯერ კიდევ პსჟ-სთან მატჩის წინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

Sky-ს ჟურნალისტის კითხვაზე, ეძებს თუ არა ჰასან სალიჰამიჯიჩი პარალელურად ბაიერნისთვის ახალ დამრიგებელს, ამ უკანასკნელმა მცირე დაყოვნების შემდეგ ასე უპასუხა: “ჩვენ ახლა მხოლოდ დღევანდელი მატჩისთვის ვემზადებით.”

ჰასან სალიჰამიჯიჩი პსჟ-სთან მატჩის წინ

ბაიერნის სპორტული დირექტორი ამ თემაზე მანამდეც ნახევრად დამაჯერებლად საუბრობდა: “ყველამ იცის, რომ ჰანსი ფლიკი და მე კარგად ვმუშაობთ და ბაიერნის წარმატებებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ასევე ყველამ იცის კონტრაქტების ხანგრძლივობაც.”

თავად ფლიკიც (კონტრაქტი 2023 წლამდე) არ ამბობს მკაფიოდ, რომ ბაიერნში რჩება. პსჟ-სთან მატჩის წინ, ასევე Sky-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, აქვს თუ არა წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი, საკმაოდ ნერვიულად უპასუხა: “ყოველთვის ერთი და იგივე. თქვენ შეგიძლიათ, ერთნაირი კითხვები დამისვათ, მე კი ამ თემაზე ყველაფერი ნათქვამი მაქვს. ჩემი კონცენტრაცია ახლა იმისკენაა მიმართული, რომ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. სხვა თემები ახლა არ მაინტერესებს.”

არადა, ძალიან მარტივად შეეძლო ეპასუხა: ეთქვა: “დიახ!” და დაემატებინა: “რა თქმა უნდა!”

ჰანსი ფლიკის დანიშვნა გერმანიის საფეხბურთო კავშირს სურს

ფლიკის სამომავლო პერსპექტივაზე ბაიერნის დირექტორთა საბჭოს წევრ და მომავალ თავმდჯომარე ოლივერ კანსაც ჰკითხეს და მისი პასუხიც საინტერესოა: “ჰანსი ფლიკს უნდა, რომ აქტუალურ, მიმდინარე სეზონზე იყოს კონცენტრირებული.”

იმიტომ, რომ მომდევნო სეზონში ბაიერნის მწვრთნელი აღარ იქნება? “ბილდის” ინფორმაციით, ის გერმანიის ნაკრებისთვის ჯერ კიდევ ყველაზე სასურველი კანდიდატია. ხომ გახსოვთ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იოახიმ ლიოვი მიდის...

კომენტარები

ბოლო ამბები