Thumbnail

კორონავირუსი ლაციოში - სიმონე ინძაგი ინფიცირებულია და იზოლაციაშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სიმონე ინძაგი თვითიზოლაციაშია
  • ლაციო კვირას ვერონაში ითამაშებს

რომის ლაციოს მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიელი სპეციალისტის მეუღლემ, ჯაია ლუკარიელომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"სამწუხაროდ მთელ ოჯახს კორონავირუსზე დადებითი ტესტი გვაქვს. კარგად ვართ და თვითიზოლაციაში ვიმყოფებით პროტოკოლის მიხედვით", - დაწერა მან.

მოგვიანებით, ლაციოს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა განცხადება, რომ გუნდში ერთ-ერთ ადამიანს კორონავირუსი აღმოაჩნდა, მაგრამ საინტერესოა, რომ "არწივებს" მისი ვინაობა არ გაუსაჯაროვებიათ. ამგვარად, ლაციო სერია A-ს 30-ე ტურის მატჩს 11 აპრილს, ვერონასთან მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩაატარებს. რომაული გუნდი იტალიის ჩეპიონატში ამ დროისთვის 52 ქულით მე-6 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები