Thumbnail
  • ინდიანა 141:137 მინესოტა
  • გოგა ბითაძე: 25 წუთი - 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ინდიანამ მინესოტას უმასპინძლა და 141:137 დაამარაცხა. გოგა ბითაძე სეზონში პირველად, ხოლო ამერიკულ კარიერაში მესამედ, სასტარტო ხუთეულში მოხვდა! ამის მიზეზი დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის ტრავმებია. მან ჯამში 25:24 წუთი ითამაშა და განსაკუთრებით პროდუქტიული პირველ ორ მეოთხედში იყო. 21 წლის ცენტრმა გუნდს 14 ქულა მოუტანა (კარიერის რეკორდი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში). მის ანგარიშზეა აგრეთვე 5 პასი, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა და დაფარება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • ლეიკერსი
  • ბრუკლინი
  • კლიპერსი
  • მილუოკი
  • ბოსტონი
  • მაიამი
  • ფილადელფია
  • სხვა გუნდი

უკვე პირველი ტაიმის შემდეგ - ორ მეოთხედში - გოგას 12 ქულა ჰქონდა და მატჩში მხოლოდ თანაგუნდელ აარონ ჰოლიდეის ჩამორჩებოდა. გოგამ პირველ ორ მეოთხედში 13:08 წუთი ითამაშა და 12 ქულას (2-სამქულიანი), 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შემატა. ქართველ ცენტრს ბურთი არ დაუკარგავს, თუმცა ის ორჯერ დაჯარიმდა, რაც ყველაზე მთავარია, პეისერსმა ტაიმი 21 ქულის სხვაობით მოიგო. და ეს ყველაფერი კარლ ენტონი ტაუნსთან ორთაბრძოლაში მოხდა, რომელმაც პირველ ორ მეოთხედში 10 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

უკვე მე-3 მეოთხედის დასაწყიში ბითაძემ კარიერის რეკორდი დაამყარა NBA-ში ქულებით, როცა საშუალო მანძილიდან ჩააგდო. ამით მან 14 ქულა მოაგროვა, მისი რეკორდი კი აქამდე 13 ქულა იყო. მე-3 მეოთხედიდან ქართველი ცენტრი ნაკლებად პროდუქტიული იყო და ბოლო მეოთხედში ცოტა ითამაშა (მე-4 ფოლზე დასვეს).ინდიანას სეზონში 23-27 ბალანსი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზეა. 10 აპრილს (03:00-დან თბილისის დროით) პეისერსი ორლანდო მეჯიქს ესტუმრება.

📺 გოგა ბითაძე მინესოტასთან მატჩში

კომენტარები

ბოლო ამბები