Thumbnail

'თუ წაგებაა, დაე, ასეთი თამაშით იყოს' - ჰანსი ფლიკი მაინც კმაყოფილია

ჩემპიონთა ლიგის პირველ ¼-ფინალურ დაპირისპირებაში პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად მიუნხენში ბაიერნი დაამარცხდა - 3:2. ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა მატჩის შემდეგ შეხვედრა შეაფასა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • აიაქსი
  • ფრე
  • რომა

"მეტოქემ სამი გოლი ისე გაიტანა, მომენტები თითქმის არ ჰქონია, ჩვენ კი ბევრი შანსი გვქონდა. დღეს შეგვეძლო კარგი შედეგის მიღწევა, მაგრამ რეალიზაცია არცთუ საუკეთესო გვქონდა. 

მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენი თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. გუნდი მთელი 90 წუთის განმავლობაში იბრძვის. ეს არის ღირსება, რაც სხვებისგან განგვასხვავებს. მოთამაშეთა რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ მოედანზე გასვლა, სულ უფრო მცირდება, მაგრამ ამ ვითარებიდან მაქსიმუმს ვიღებთ. რა თქმა უნდა, ვიღაც იმედგაცრუებულია, მაგრამ ჩვენ ამ ენერგიას პსჟ-სთან საპასუხო მატჩისკენ მივმართავთ. 

გვქონდა ბევრი მომენტი, შთამბეჭდავ ფეხბურთს ვაჩვენებდით. არ მიყვარს წაგება. მაგრამ როდესაც ვაგებთ, დაე, ისევ ასეთი ფეხბურთის თამაშით ვაგებდეთ. თუკი პსჟ-სთან თამაშს შევაფასებთ, შეგვიძლია პარიზში საპასუხო დაპირისპირებას პოზიტივით შევხვდეთ", - აღნიშნა ბაიერნის თავკაცმა. 

პარი სენ-ჟერმენისა და ბაიერნის საპასუხო დაპირისპირება პარიზში 13 აპრილს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები