Thumbnail

'ყველაფერი არ გამომივიდა' - მბაპე ბაიერნთან შესრულებულ დუბლზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ჩემპიონთა ლიგის პირველ ¼-ფინალურ დაპირისპირებაში პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად მიუნხენში ბაიერნი დაამარცხდა - 3:2. მატჩის გმირი პარიზელთა ფორვარდი კილიან მბაპე გახდა, რომელმაც დუბლი მიითვალა. 22 წლის ფორვარდმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • აიაქსი
  • ფრე
  • რომა

"უპირველეს ყოვლისა, დღევანდელი მატჩი - გუნდურად ჩატარებული ბრწყინვალე სამუშაოა, მაგრამ ჩვენ ჯერ დაპირისპირების პირველი ნაწილი მოვიგეთ. გაგვიჭირდა, მაგრამ ამის არ უნდა შეგვრცხვეს. 

პსჟ თავდაჯერებული ჩანდა. ჩვენ შევძელით ისინი იმ მომენტებში დაგვეზარალებინა, როდესაც თამაში მიგვდიოდა. საპასუხო შეხვედრასაც ასეთივე შემართებით შევხვდებით. 

მე პირადად ყველაფერი არ გამომივიდა, მაგრამ აქ იმისთვის არ ვარ, რომ დავიმალო. მომწონს ასეთ მატჩებში თამაში და მათი ბედის გადაწყვეტა. 

საპასუხო მატჩში თავდაჯერებულები შევუტევთ, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ბრწყინვალე გუნდია. ეს ჩემპიონთა ლიგაა და აქ მხოლოდ ტოპკლუბები თამაშობენ", - ამბობს მბაპე.

პარი სენ-ჟერმენისა და ბაიერნის საპასუხო დაპირისპირება პარიზში 13 აპრილს ჩატარდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები