Thumbnail

'ეს მათ თვალებში წაგებული მატჩის მერე ამოვიკითხე' - ტუხელის კომენტარი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

სევილიაში თომას ტუხელის ჩელსიმ პრობლემების გარეშე დაამარცხა პორტუ 2:0 და 13 აპრილს კვლავ სევილიაში, ახლა უკვე მასპინძლის რანგში დაუპირისპირდება პორტუგალიურ კლუბს. ლონდონური გრანდი აშკარა ფავორიტია, რადგან 2 გოლი ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის მთელი სეზონის განმავლობაში გაუშვა სულ. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გრანადა
  • ფრე
  • იუნაიტედი

თომას ტუხელი (ჩელსის მწვრთნელი): "შედეგი ბრწყინვალეა. თამაში კი მძიმე იყო საკმაოდ ძლიერი პორტუს წინააღმდეგ. ეს ამაყი კლუბია, ასე რომ, იყო მომენტები, როცა ძალიან გვიჭირდა. მოკლედ, ხან კარგად ვთამაშობდით, ხან ცოტა გვიჭირდა, ასეთია მეოთხედფინალური ეტაპი, აქ სულ სხვა სიტუაციაა. რაც მთავარია, გუნდის მებრძოლი სული ყოველთვის მაღალ დონეზე იყო.
დარწმუნებული ვიყავი, რომ გუნდს ვესტ ბრომვიჩთან წაგების შემდეგ ასეთი რეაქცია ექნებოდა, რადგან ეს მათ თვალებში უკვე იმ წაგებული თამაშის შემდეგ ჩანდა გასახდელში. ჩვენ მზად ვიყავით.

ძალიამ ვამაყობ მაუნტის გოლით, ის უმნიშვნელოვანესი იყო. არ იყო იოლად შესასრულებელი ეპიზოდი. მეისონი ძალიან სანდო ფეხბურთელია. ასევე სუპერ მნიშვნელოვანი იყო მეორე გოლის გატანა, ბენმა შესანიშნავად იმოქმედა. ახლა ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ".  

კომენტარები

ბოლო ამბები