Thumbnail

ვარლამ ლიპარტელიანი: მიღებული ინფორმაციით შოკირებულები არიან!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლიპარტელიანმა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა
  • ქართულ ძიუდოში დაპირისპირება გრძელდება

ქართულ ძიუდოში რთული ვითარებაა. ქართველი ძიუდოისტების ერთი ჯგუფი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს.

► თუ მეთანხმებით, გააზიარეთ! ტოჩინოშინი ძიუდოს სკანდალს გამოეხმაურა

► განხეთქილება ქართულ ძიუდოში - პროტესტი ძლიერდება!

ძიუდოისტებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შეხვდა. სპორტსმენებმა მინისტრს თავიანთი არგუმენტები და პოზიცია გააცნეს.

მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრის შესახებ ვრცელი კომენტარი გააკეთა ვარლამ ლიპარტელიანმა:

“მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა კულტურისა და სპორტის მინისტრს, რომელმაც ჩვენს მიმართ ყურადღება გამოიჩინა. შეხვედრაზე გავიარეთ ყველა დეტალი და სამინისტროს წარმომადგენლებს ქართულ ძიუდოში არსებული ვითარება გავაცანით. მინდა აღვნიშნო, რომ ისინი შოკირებული დარჩნენ მიღებული ინფორმაციით. მინისტრმა რამდენიმე დღე ითხოვა ვითარებაში გასარკვევად, რაც ჩვენთვის მისაღებია. ჩვენ ერთი ნაბიჯითაც არ დავიხევთ უკან და დაწყებულ საქმეს გამარჯვებამდე მივიყვანთ. სულ უფრო მეტი ადამიანი გვიერთდება და საპროტესტო განწყობაც იზრდება. როგორი იქნება ჩვენი მომდევნო ნაბიჯი? - დავჯდებით, გავივლით არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებსაც დავსახავთ”

► ვინ არ უერთდება პროტესტს? ოლიმპიური ჩემპიონი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრა

► მიხეილ ყაველაშვილი: ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს

კომენტარები

ბოლო ამბები