Thumbnail
  • კონიასპორი 1:1 ანკარაგიუჯუ
  • 25 წლის შემტევმა სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა

თურქეთის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში ერთმანეთს ლევან შენგელიას კონიასპორი და საბა ლობჟანიძის ანკარაგიუჯუ შეხვდნენ - 1:1. 

შენგელია თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო და 76-ე წუთზე მან გუნდს ქულა გადაურჩინა, მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში და სტუმართა მეკარეს დუელი მოუგო. აღსანიშნავია, რომ საბა ლობჟანიძე მატჩის 89-ე წუთზე შევიდა მოედანზე. 

📺 ლევან შენგელიას გოლი ანკარაგიუჯუს კარში 

25 წლის შენგელიას ამ სეზონში ამ სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი, 2 ბეშიქთაშთან, ერთიც ტრაბზონსპორთან, მის ანგარიშზეა 3 საგოლე პასიც. ლევანს იანვრის მერე არ გაუტანია. კონია 40 ქულით მე-11 პოზიციაზეა, ანკარაგიუჯუს 33 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები