Thumbnail
  • ატლეტიკოს უახლოეს მატჩებში სუარესის გარეშე მოუწევს თამაში
  • ურუგვაელმა თავდამსხმელმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო

მადრიდის ატლეტიკოს უახლოესი კვირების განმავლობაში ლუის სუარესის გარეშე მოუწევს თამაში. ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ტრავმირებულია.

34 წლის ცენტრფორვარდი ოთხშაბათს გამართულ ვარჯიშზე დაშავდა. მან მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო. მადრიდულ კლუბს ტრავმის სირთულესა და სუარესის იძულებითი პაუზის ხანგრძლივობაზე ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ვარაუდობენ, რომ ურუგვაელი მინიმუმ 2 კვირა ვერ ითამაშებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • გრანადა
  • ფრე
  • იუნაიტედი

აღსანიშნავია, რომ სუარესი კვირას, ბეტისთან ისედაც ვერ ითამაშებდა, რადგან დისკვალიფიცირებულია. ამ სეზონში ურუგვაელს ლა ლიგის 26 შეხვედრაში 19 გოლი აქვს გატანილი. მისი არყოფნა დიეგო სიმეონეს გუნდისთვის, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, სერიოზული დანაკლისია.

კომენტარები

ბოლო ამბები