Thumbnail
  • მარტის მატჩების შემდეგ, საქართველოს ფიფას რეიტინგში რეგრესი აქვს
  • ვილი სანიოლის გუნდს, რომელიც 91-ე პოზიციაზეა, სომხეთმა გადაასწრო 

ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც მარტში სამი მატჩი ჩაატარა, ორი ადგილით უკან დაიხია და ამჟამად 1259.51 ბალით 91-ე ადგილზეა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • ფრე
  • საფრანგეთი

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად შვედეთთან (0:1) და შინ ესპანეთთან (1:2) წააგო, გასვლაზე საბერძნეთში კი ქულა მოიპოვა (1:1). 

რაც შეეხება B ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა მდგომაროებას, ფიფას განახლებულ რეიტინგში საუკეთესო მდგომარეობა ესპანეთს აქვს, რომელიც მე-6 ადგილზე რჩება. ორი-ორი საფეხურით ამაღლდნენ შვედეთი (18) და საბერძნეთი (51), ხოლო სამი ადგილით დაქვეითდა კოსოვო (120).

შესარევში საქართელოს ნაკრების ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა

აღსანიშნავია ჩვენი მეზობლის - სომხეთის ნაკრების წინსვლა. ხოაკინ კაპაროსის გუნდმა მარტში სამივე მატჩი მოიგო, 9 საფეხურით ამაღლდა და საქართველოს გადაასწრო - 90-ეა.  

ფიფა მორიგ სანაკრებო რეიტინგს 2021 წლსი 27 მაისს გამოაქვეყნებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები კი მორიგ მატჩებსივნისში გეგმავს. სანიოლის გუნდი სტუმრად ამხანაგურად რუმინეთსა (2 ივნისს) და ნიდერლანდებს (6 ივნისს) დაუპირისპირდება.

ფიფას რეიტინგის TOP 10

1 (1). ბელგია - 1783,38 ქულა
2 (2). საფრანგეთი - 1757,3
3 (3). ბრაზილია - 1742,65
4 (4). ინგლსის - 1686,78
5 (5). პორტუგალია - 1666,12
6 (6). ესპანეთი - 1648,13
7 (10). იტალია - 1642,06
8 (7). არგენტინა - 1641,95
9 (8). ურუგვაი - 1639,08
10 (12). დანია - 1631,55.

კომენტარები

ბოლო ამბები