Thumbnail

‘ჯერ არსად გავუშვებთ’ – კვარაცხელიას საკითხი მინისტრის დონეზე წყდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ყაზანის რუბინის ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრშია, რაც ძალიან აღელვებთ რუსული კლუბის ქომაგებს. მათ ძალიან სურთ, რომ რუბინის საუკეთესო ფეხბურთელი გუნდში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. ამ საკითხმა თათრეთის რესპუბლიკის სპორტის მინისტრ ვლადიმირ ლეონოვის ყურამდეც მიაღწია, რომელმაც გულშემატკივრების დამშვიდება გადაწყვიტა. მისი თქმით, მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ხვიჩას არსად გაუშვებენ:

“ვფიქრობ, ეს არა მარტო ჩემი, არამედ რუბინის ყველა ქომაგის სურვილია. ბიჭი ნამდვილი აღმოჩენაა. სასიამოვნოა, რომ ის სწორედ ჩვენს გუნდში გაიხსნა. ამას გარდა, ძალიან პოზიტიური ადამიანია. ბევრი რამ თავად ხვიჩამ უნდა გადაწყვიტოს. თუკი ის რომელიმე ევროპულ გრანდში ითამაშებს, ცხადია, ეს ცუდი ნამდვილად არ იქნება. კლუბის გენერალური მენეჯერის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ამ სეზონში რომ არსად გავუშვებთ, ეს ნაღდია. მოგვიანებით, გადაწყვეტილება იმის მიხედვით იქნება მიღებული, რუბინი ჩემპიონატს რომელ ადგილზე დაასრულებს”.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის პრემიერ-ლიგაში მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 4 გოლი და 8 საგოლე პასი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით) აქვს. 2021 წელს ეროვნული ნაკრების 3 მატჩში მან 2 გოლი გაიტანა. რუბინს 24 მატჩში 40 ქულით რუსულ პრემიერლიგაში მე-6 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 10 აპრილს სტუმრად როსტოვთან ჩაატარებს.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას გოლი სოჩის კარში

კომენტარები

ბოლო ამბები