Thumbnail
  • ლოკომოტივი 2:3 სამგურალი
  • გოლები: 0:1 ს. კუხიანიძე (9), 0:2 ბურჯანაძე (15), 1:2 კაშია (20), 1:3 ფონიავა (27), 2:3 თ. კირკიტაძე (45+2)

საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტურში, თბილისის ლოკომოტივისა და წყალტუბოს სამგურალის დაპირისპირება ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. ამ ტურის წინ, სამგურალი გამარჯვების გარეშე და ბოლო ადგილზე იყო, ლოკო კი ფავორიტად მიიჩნეოდა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • თელავი
  • ფრე
  • დინამო ბათუმი

სამგურალმა, ყველასათვის მოულოდნელად, თამაში ძალიან კარგად დაიწყო - უჩა სოსიაშვილის გუნდმა საწყის 15 წუთში ორი ბურთის გატანა მოახერხა და სენსაციურად დაწინაურდა. კუხიანიძისა და ბურჯანაძის გოლებს მე-20 წუთზე გურამ კაშიამ უპასუხა (ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა), თუმცა 7 წუთში ფონიავამ მასპინძელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში 1:3 გახადა! პირველი ტაიმის მიწურულს თორნიკე კირკიტაძემ ეფექტური, ქუსლით გატანილი ბურთით სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირა.

5-გოლიანი პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის მეორე ნახევარში ლოკო აქტიურად უტევდა, მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ გატანას ვერ ახერხებდა. სტუმრები კი ძალიან სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და სხვაობის გაზრდა მინიმუმ ორჯერ შეეძლოთ. ლოკოდან ყველაზე რეალური მომენტი იმრანს ჰქონდა, მაგრამ ქვილითაიამ სამგურალი გადაარჩინა. ზოგადად, სტუმრების მეკარე მატჩის ერთ-ერთი გმირი გახლდათ! საბოლოოდ, ლოკომ ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ შეძლო და მოულოდნელი მარცხი იწვნია, სამგურალმა კი სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ლოკომოტივი 2:3 სამგურალი

გოლები: 0:1 ს. კუხიანიძე (9), 0:2 ბურჯანაძე (15), 1:2 კაშია (20), 1:3 ფონიავა (27), 2:3 თ. კირკიტაძე (45+2)

ლოკომოტივი (4-3-3): მამარდაშვილი - გაბაძე, კაშია, სანდოხაძე, ქველაძე (57. მჭედლიშვილი) - დარცმელია, შონია (65. სამურკასოვი), იმრანი - თ. კირკიტაძე, სიხარულიძე (73. იაკობიძე), კახაბრიშვილი (65. გავაშელიშვილი)

სამგურალი (3-4-2-1): ქვილითაია - ქურდაძე, ასათიანი, პატარკაციშვილი - ბანძელაძე, გილმორი (80. კიკაბიძე), ბურჯანაძე, კალანდარიშვილი - დოლიძე (63. ტურე), ფონიავა (80. ვერულიძე) - ს. კუხიანიძე (69. ახვლედიანი).

კომენტარები

ბოლო ამბები