Thumbnail

მადრიდის რეალში წელს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტობის კანდიდატმა ენრიკე რიკელმემ კი განაცხადა, რომ გამარჯების შემთხვევაში, თანამდებობიდან გაათავისუფლებს გუნდის მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს. 

რიკელმე ზიდანის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად ლივერპულის თავკაცს, იურგენ კლოპს განიხილავს. მას ასევე მოსწონს რეალის სარეზერვო გუნდში რაულის საქმიანობა და აპირებს მადრიდულ კლუბში კრიშტიანო რონალდოს დაბრუნებას.

ზიდანმა კლოპს  ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველი დუელი მოუგო

"ზიდანი არ იქნება ჩემი მწვრთნელი. ვფიქრობთ განსხვავებულ პროფილზე, განსხვავებული სტრატეგიით. პირადად მე ძალიან მომწონს კლოპი. ძალიან კარგად აქვს საქმე რაულსაც. 

ვაპირებთ დავაბრუნოთ რონალდო, რადგან მან ფეხბურთისა და მადრიდის რეალისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. არ არსებობენ ასაკიანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები. არსებობენ კარგი და ცუდი ფეხბურთელები", - აქვეყნებს რიკელმეს სისტყვებს  El Partidazo de COPE.

მადრიდის რეალის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, რომელიც კლუბს ჯერ 2000-06 წლებში, შემდეგ კი 2009 წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს, არჩევნები წინა კვირაში დააანონსა, რომელიც წელს ზაფხულში უნდა ჩატარდეს. ზუსტი თარიღი მოგვიანებით დადგინდება. 

ფლორენტინო პერესი რეალს 2009 წლიდან შეუცვლელად მართავს

53 წლის იურგენ კლოპი ლივერპულს 2015 წლიდან წვრთნის და გუნდს ჩემპიონთა ლიგასა (2018/19) და ინგლისის პრემიერლიგაში (2019/20) გაამარჯვებინა. 43 წლის რაულ გონსალეს ბლანკო კი 2019 წლიდან რეალ კასტილიაში მუშაობს, რომელსაც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში გაამარჯვებინა. 

48 წლის ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2019 წელს დაბრუნდა. ფრანგმა სპეციალისტმა კლუბს ორ-ორჯერ ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოაგებინა, 3-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგაში გაამარჯვებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები