Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი სოჩის კარში რუსეთის პრემიერ-ლიგის 24-ე ტურის საუკეთესო გოლად დაასახელეს. 

ქართველი ლეგიონერის გოლმა პორტალზე ფანების ყველაზე მაღალი საშუალო შეფასება - 6.07 ქულა დაიმსახურა. კვარაცხელიას გოლმა რიფატ ჟემალეტდინოვის გოლს (ლოკომოტივი) აჯობა როტორის კარში - 5.98 ქულა. 

შეგახსენებთ, რომ 20 წლის კვარაცხელიამ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. სანაკრებო შეხვედრებში მან ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარში გაიტანა, შემდეგ კი სოჩის კარში. 

📺 ხვიჩა კვარაცხელიას გოლი სოჩის კარში

კომენტარები

ბოლო ამბები