Thumbnail
  • ავთანდილ ასათიანმა გუნდში 20 ფეხბურთელი გამოიძახა
  • საფრანგეთთან მატჩი გადამწყვეტია

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო ორი მატჩისთის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანმა გუნდი შემადგენლობა დაასახელა და ნაკრებში 20 ფეხბურთელი გამოიძახა. საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო ნიკოლოზ კურტანიძე და სიმი საიოტი ვერ დაეხმარებიან.

საქართელო 9 აპრილს თბილისში (18:00 საათზე) საფრანგეთს უმასპინძლებს, ხოლო ბოლო ტურში 12 აპრილს, სტუმრად რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), თემურ ეკიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ფუმასა (მუვუ, ლილი, საფრანგეთი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა), ბრუნო პეტრი (სალა გარსია, ბარსელონა, ესპანეთი)

4 ტურის თავზე მე-2 საკვალიფიკაციო ჯგუფში ამგვარი ვითარებაა შექმნილი: ლიდერ რუსეთს ოთხივე მატჩი მოგებული აქვს და აქტივში 12 ქულა გააჩნია, საქართველო 7 ქულით მეორეა, შემდეგ კი, საფრანგეთი (2) და სომხეთი (1) მოდიან. ამდენად, ასათიანის გუნდი საფრანგეთთან გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას პრაქტიკულად მოიპოვებს, რადგან მინიმუმ 10 ქულა საუკეთესო 6 მეორეადგილოსანში მოსახვედრად ალბათ, საკმარისი იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ნიდერლანდებში ჩატარდება, 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, კიდევ ერთი ადგილის ბედს კი, ორი უარესი მეორეადგილოსნის ორრაუნდიანი დაპირისპირება გადაწყვეტს. ამ 15 ნაკრებს მასპინძელი ნიდერლანდები დაემატება, რომელიც ფინალურ ეტაპს 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ამსტერდამსა და გრონინგენში მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები